Notice: Undefined variable: IMG in /var/www/html/views/blog/block/top.php on line 111

Notice: Trying to get property 'name' of non-object in /var/www/html/views/blog/block/top.php on line 112

Notice: Trying to get property 'lastname' of non-object in /var/www/html/views/blog/block/top.php on line 112
დამწყები
თქვენი პროფილი
თქვენი მეგობრები
საერთო რეიტინგი
გასვლა

42 წლის მარიამის შემთხვევითი წარმატების ისტორია ონლაინ კურსის დახმარებით!






„კარგი მენეჯერი ხელოვანია, რომლისთვისაც პრობლემები საინტერესო ხდება, სწორედ ასეთი პროფესიონალია თავდაჯერებულობითა და მიზანდასახულობით გამორჩეული ქალბატონი მარიამი,“ ასე ახასიათებს ერთერთი კომპანიის მმართველი ჩვენს გმირს. მე მოგიყვებით ქალბატონ მარიამ მაისურაძის (42 წ.) ამბავს, რომელიც წარმატების მაძიებლებს აუცილებლად მოგცემთ მოტივაციას.

  • როგორ დაიწყო მთავარი ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში?

სიმართლე გითხრათ, ვერც მივხვდი საიდან დაიწყო, ვმუშაობდი ერთერთ ორგანიზაციაში კონსულტანტად. დიპლომი არ მაქვს, ამიტომ დაწინაურების პერსპექტივა ნაკლები იყო. მქონდა მოწყენილი საღამოები და რუტინული დღეები. კარგ თანამდებობაზე უცხო ენას ითხოვენ, ყველაზე მოთხოვნადი ინგლისურია. სურვილის მიუხედავად, კურსებისა და რეპეტიტორებისთვის არც დრო მქონდა და არც ფული. ერთხელ ჩემმა სტუდენტმა მეზობელმა მიამბო ონლაინ კურსის - INTELLECTCLUB.NET-ის შესახებ. ვფიქრობ, რომ სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი.

  • რითია განსაკუთრებული ეს საიტი თქვენთვის?

INTELLECTCLUB.NET -ის მოსახერხებლობა რომ არა, ვერ შევძლები ასე მარტივად მიმეღწია  ჩემი გემოვნების შესაფერისი წარმატებისთვის - კომპანიის მთავარი მენეჯერი ვარ, უცხოელ კლიენტებს თავად ვემსახურები, ეს კომპანიას დროსაც უზოგავს და ფულად სახსრებსაც, თავად კი უცხოელ მეგობრებს ვიძენ. ასევე, ჩემს ორ შვილს თვითონ ვასწავლი. დღეს მე თან ვსწავლობ, თან ვმუშაობ, მეტი მაქვს აღმოსაჩენი და სწორედ ესაა საინტერესო. (იცინის)

  • როგორ დაგეხმარათ INTELLECTCLUB.NET ?

კარგი განათლების მიღება ბევრს ძვირი სიამოვნება  ჰგონია, INTELLECTCLUB.NET -ზე 10-10 გაკვეთილი ცოდნის ყველა დონეზე უფასოა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენთ ახალ კურსს თუ მოგეწონებათ მეცადინეობა. კურსის ღირებულება კი მხოლოდ 10 ლარია.

  • საქმის პროფესიონალის მნიშვნელოვანი თვისება თავდაჯერებულობაა, როგორ ფიქრობთ, დაგეხმარათ ეს საიტი გამხდარიყავით საკმარისად თავდაჯერებული?

ჩემი აზრით, როცა ხედავ შენი ნამუშევრის შედეგებს, იაზრებ საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებს, გვაძლებს საშუალებას ვიყოთ თავდაჯერებულნი და გამოვხატოთ ჩვენი თავი სრულად. გამომდინარე იქედან, რომ INTELLECTCLUB.NET-ს მარტივად ვიყენებდი ტელეფონით, თავისუფალ დროს ყოველთვის შემეძლო მეცადინეობა. ამიტომაც შედეგი სულ რაღაც ორ თვეში დავინახე და ვიფიქრე: რატომაც არა - გამოვცადო ჩემი თავი ისეთ საქმეში, როგორზეც აქამდე არ მიფიქრია. დღეს მე შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს მიზანი და ვარ შემდგარი ადამიანი.

  • რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი განათლება უცხო ენაში?

წარმატება არის ცოდნის, უნარჩვევებისა და შრომისუნარიანობის ერთიანობა. გეგმავ, ფიქრობ ან პირველ ნაბიჯს დგამ მიზნისკენ. ხშირად ასე უბრალოდ და მარტივად აღწევ წარმატებას, რომელიც ისეთ შედეგებამდე მიდის, რომელზეც მხოლოდ ოცნებობდით. გეტყვით, რომ INTELLECTCLUB.NET არსებობს 2014 წლიდან და უკვე 37 548 მომხმარებელია რეგისტრიტებული, როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდანაც.

მე გირჩევთ - იმოქმედეთ, მითუმეტეს ეს სრულიად უფასოა!

0 0 4

8 წიგნი ინგლისურად, რომელსაც დამწყები ადვილად გაუმკლავდება



სწავლა, არა მხოლოდ ენების, უნდა განიჭებდეს სიამოვნებას. ასე ნაკლებად ვიღლებით და მარტივად ვიმახსოვრებთ ახალ მასალას. ბევრი მასწავლებელი ურჩევს დამწყებს წიგნების ინგლისურა...

რამდენიმე სასარგებლო ფრაზა ინგლისურ ენაზე



  ასევე გაეცანით უფრო მეტ ფრაზას, შეადგინეთ არეული სიტყვებით ფრაზები და იხილეთ სხვა საინტერესო სავარჯიშოები...

42 წლის მარიამის შემთხვევითი წარმატების ისტორია ონლაინ კურსის დახმარებით!



„კარგი მენეჯერი ხელოვანია, რომლისთვისაც პრობლემები საინტერესო ხდება, სწორედ ასეთი პროფესიონალია თავდაჯერებულობითა და მიზანდასახულობით გამორჩეული ქალბატონი მარიამი,“ ასე ახასიათებს ერთერ...
დაწერეთ თქვენი კომენტარი