Notice: Undefined variable: IMG in /var/www/html/views/lang/block/top.php on line 79

Notice: Trying to get property 'name' of non-object in /var/www/html/views/lang/block/top.php on line 80

Notice: Trying to get property 'lastname' of non-object in /var/www/html/views/lang/block/top.php on line 80
დამწყები
თქვენი პროფილი
თქვენი მეგობრები
საერთო რეიტინგი
გასვლა

ჩვენ საიტზე თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ უცხო ენები სრულიად უფასოდ!

ჩვენი ონლაინ შემსწავლელი კურსები მოიცავს სავარჯიშოებს რომლებიც დაფუძნებულია ინტერვალური გამეორების მეთოდიკაზე და არის ძალიან ეფექტური, თქვენგან საჭიროა მხოლოდ რამოდენიმე წუთი დღეში დაუთმოთ მეცადინეობას და შედეგიც არ დააყოვნებს.
ჩვენ მოვამზადეთ თქვენთვის რამოდენიმე კურსი, მაგრამ ამ კურსების გარდა თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი კურსები და შეავსაოთ სასურველი სიტყვებით, ფრაზებით და სისტემა ავტომატურად შექმნის სავარჯიშოებს თქვენი მასალიდან გაახმოვანებს და აწარმოებს სასწავლო პროცესის სტატისტიკას
კურსის შექმნა

თუ გადაწყვიტეთ უცხო ენის შესწავლა ეს უდაოდ შესანიშნავი გადაწყვეტილებაა - და მიზნების დასახვა საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ საქმეში წარმატების მისაღწევად.

მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, მთავარია ყველა წინაღობის მიუხედავად მტკიცედ მიიწევდეთ თქვენი დასახული მიზნისკენ და სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში.
მიზნის დასახვისას ასევე ჩამოაყალიბე სერიოზული არგუმენტები:
  • დაფიქრდი რისთვის გჭირდება შენ ამ ენის შესწავლა?
  • რისთვის არის ეს შენთვის მნიშვნელოვანი?
  • რა ახალ შესაძლებლობებს და უპირატესობებს მიიღებ?

ჩაიწერე ამ კითხვებზე პასუხები და შეინახე ფურცელი და უფრო უკეთესი იქნება თუ დადებ მას სადმე გამოსაჩენ ადგილას. ახლა როდესაც მოგეჩვენება რომ არაფერი გამოგივა და აჯობებს თავი დაანებო ამ საქმეს ყოველთვის შეხედე ამ ფურცელს და თამამად გააგრძელე წინსვლა, მთავარია არ შეჩერდე.

იპოვე ადამიენები რომლებიც შენსავეთ სწავლობენ ამ ენას, ასე იგრძნობ რომ მარტო არა ხარ, ყოველთვის გაუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას და დაეხმარებით ახალი წარმატებების მიღწევაში. ნუ გექნება მარტო საკუთარი თავის იმედი არ შეგეშინდეს დახმარებისთვის მიმართვა. და მალევე დაინახავ როგორ გწევს წინ ყოველი პატარა ნაბიჯი და წარმატება. გაიხედე უკვე განვლილ გზაზე და გახსოვდეს ყველაზე ცოტა რაც შეგიძლია ეს ისაა რომ გაიარო იმდენივე. არ დანებდე თუ ზოგიერთებს გამოდით უფრო სწრაფად ეს არაფერს ნიშნავს ჩვენ ყველანი სხვადასხვა საქმეებში სხვადასხვა შესაძლებლობები გაგვაჩნია ამიტომ ეს არ არის მიზეზი რომ მოეშვა შენთვის საჭირო მიზნისკენ სვლას.

იმეცადინე, იმეცადინე და კიდევ ერთხელ იმეცადინე! უნდა მეცადინეობდე რეგულარულად და ხშირად, ეცადე ყოველდღიურად გამოუყო ამ საქმეს დრო. რაც არ უნდა დატვირთული გრაფიკი გქონდეს გამოყავი კონკრეტულად ამ საქმისთვის რამოდენიმე წუთი და არავითარ შემთხვევაში დაარღვიო დადგენილი გრაფიკი. თუ ამ კვირაში ბევრ საჭმელს შეჭამ ეს ხომ არ იქნება საკმარისი იმისათვის რომ შემდეგი კვირა საერთოდ აღარ შეჭამო საჭმელი, ამიტომ ყველაფერი გააკეთე გრაფიკის მიხედვით ზომიერად დროულად წერე, იკითხე, მოუსმინე, ისაუბრე, მხოლოდ ასე შეძლებ იმოძრავო წინ შენი მიზნისკენ.

ნუ ისწავლი უბრალოდ ენას, ეცადე გაუგო კულტურას. შეისწავლე ამ ენაზე მოსაუბრე ადამიანების მენტალიტეტი მოუსმინე მათ მუსიკას დააგემოვნე მათი ეროვნული კერძები გაიგე და ისწავლე მეტი ვიდრე უბრალოდ უცხო ენა. ამის შემდეგ შენ შეძლებ როგორც ისწავლო ენა ასევე გიყვარდეს ის. არ იქნებოდა ცუდი იმ ენის სამშობლოს მონახულება რომელსაც სწავლობ ეს იქნებოდა შესანიშნავი პრაკტიკული გამოცდილება, ასევე ახალი შთაბეჭდილებები და დასვენება რაც დამატებით უდიდესი მოტივაცია იქნებოდა რომ კიდევ უფრო მონდომებულად გემოძრავა მიზნისკენ. თუ ვერ ახერხებ სხვა ქვეყანაში წასვლას დაფიქრდი სად და როგორ შეგიძლია ამ ენაზე საუბრის პრაკტიკული გამოცდილების მიღება.